Saturday, March 9, 2019

პროექტი ,,ჩვენი კულინარია''

ტოლმა

მასალა:
ძროხის ცხიმიანი ხორცი 1კგ.
ბრინჯი ½ ჩ/ჭ
ოხრახუში 1 კონა
ქინძი 1 კონა
წითელი პილპილი გემოვნებით
უცხო სუნელი
ხახვი 3 თავი
პომიდვრის ტომატი 1 ს/კ
მარილი გემოვნებით
კომბოსტო
ვაზის ფოთლები
მასალა სოუსისთვის:
ნიორი 3 კბილი
მაწონი 1ჩ/ჭ
მარილი გემოვნებით
მომზადება:
გავატაროთ ხირცი, ხახვი, მწვანილი, დავამატოთ ბრინჯი, პილპილი, სუნელი, მარილი, ავურიოთ კარგად.
ავადუღოთ წყალი ჩავდოთ კომბოსტო გავაჩეროთ 5 წუთი, ამვიღოთ დ მოვაშოროთ უხეში ნაწილები. ცალკე ავიღოთ ვაზის ფოთლები, დავასხათ ადუღებული, ცხელი წყალი, გავაჩეროთ 3-4 წუთი და ამოვიღოთ წყლიდან.
 გავახვიოთ ფარში ცალ-ცალკე და ჩავაწყოთ სხვადასხვა ქვაბში. კომბოსტოს ტოლმას დავასხათ ტომატი და წყალი ერთი ჭიქა, დავამატოთ ცოტა მარილი.
ვაზის ფოთლის ტოლმას მხოლოდ წყალი, დავაფაროთ თეფში და მოვხარშოთ (დაახლოებით 20-30 წუთი).
 დავნაყოთ ნიორი, შევურიოთ მაწონი, კარგად ავურიოთ, დავამატოთ მარილი. სუფრაზე მივიტანოთ ტოლმა და ცალკე თეფშით სოუსი.


ფახლავა
მასალა ცომისთვის:
კვერცხი 1ც
რძე 1ჩ/ჭ
კარაქი100გრ.
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს
საფუარი 1ჩ/კ
მარილი გემოვნებით
მასალა გულსართისთვის:
ნიგოზი 3ჩ/ჭ
შაქარი 3ჩ/ჭ
 მასალა შარბათისთვის:
შაქარი 1ჩ/ჭ
წყალი 1ჩ/ჭ
მასალა ცომზე ზემოდან მოსასმელად:
1 კვერცხის გული
ცოტოდენი წყალი
ნიგოზი 100 გრ
ცომის მომზადება:
 ავიღოთ თასში კვერცხი, მარილი, რძე, საფუარი, გამდნარი კარაქი და ავურიოთ კარგად, შევააზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი საშუალო სისქის. გავყოთ ცომი 12 გუნდად (1.0 პატარა და 2 ოდნავ დიდი).
 გულსართის მომზადება:
გატარებული ნიგოზი და შაქარი ავურიოთ.
შარბათის მომზადება:
შაქარი დაწყალი ავადღოთ. ვადუღოთ 5-8 წუთი და გავაციოთ.
აწყობა:
გავაპრტყელოთ ერთი დიდი გუნდა დავდოთ სინზე, წავუსვათ გამდნარი კარაქი და დავაყაროთ გულსართი. გავაპრტყელოთ შემდეგი გუნდა. დავაფაროთ გულსართს, წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავაყაროთ გულსარტი და ასე გავიმეროთ ყველა ფენა. ბოლო ფენა უნდა იყოს მეორე დიდი გუნდა და ამ ფენას წავუსვათ წყალსი ათქვეფილი კვერცხის გულის გულსართი. დავჭრათ რომბისებურად და შუაში დავაწყოთ ნიგოზის მთელი ნებლები.თითო ნაჭერს თითო შუაში. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამოვღოთ, ცხელს დავასხათ შარბათი, ისევ შევდგათ ღუმელლში 5 წუთი და მზად იქნება.

დოვღა
მასალა:
მაწონი   გაწურული 1კგ
კვერცხი-1
ნიახური-1კონა
კინძი-1კონა
კამა-1კონა
ისბანახი-1კონა
ბრინჯი-1/2ჯიქა
წყალი-1ლ
მარილი-
ნიორი-3-4კიბილი
       მომზადება
კვერცხი  მაწონი და წყალი  ავურიოთ და საწურზე  გავატაროთ.  მწვანილები  წვრილად   დავჭრათ ,  შევურიოთ  მაწონს , დავამატოთ  უმი  ბრინჯი  შევდგათ  ცეცხლზე კარგად მოვურიოთ ხის გასაბრტყელებელით. გავაპრტყელოთ , სანამ (ბრინჯი) ადუღდება,  გავაგრძელოთ მორევა დაახლოებით 3-5წუთი, მერე ცეცხლიდან  გადმოვდგათ და კიდევ კარგად მოვურიოთ. ნიორი დავნაყოთ და დავამატოთ დოვღა , დავამატოთ მარილი შეიძლება მივირთვათ ცხელიც და ცივიც







ფოთლის ხინკალი:
ცომის მასალა:
ფქვილი 500 გრ
წყალი 2ჩ/ჭ
მარილი გემოვნებით
სოუსის მასალა:
კარაქი 500 გრ
ხახვი 4 თავი
მეორე სოუსი:
გრუტი
მარილი გემოვნებით
წყალი ½ ჩ/ჭ
ნიორი ერთი თავი
მომზადება:
ავურიოთ ფქვილი და მარილი დავამატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ დაახლოებით ნახევარი საათი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. გავაპრტყელოთ, გადავახვიოთ ხის საპრტყელებელზე და ისე დავჭრათ პატარა მართკუთხედება.  ფართოძირიან ჭურჭელში ავადუღოთ 3 ლ წყალი დავამატოთ მარილი და ადუღებულ წყალში შავყაროთ ცომის ნაწრები სათითაოდ, ვხარშოთ დაახლოებით 30 წთ, გადავწუროთ თუშფალანგზე და გადავიღოთ სინზე.
პირველი სოუსის მომზადება:
 დავჭრათ ხახვი და კარაქში მოვშუშოთ შეწითლებამდე.
მეორე სოუსის მომზადება:
ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ მარილი. გრუტი დვჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ ანადუღარი, ცხელი წყალი. მოვურიოთ, დავამატოთ ნიოორი და ისევ მოვურიოთ.
სუფრაზე მიტანა:
ხინკლები ერთ სინზე დავაწყოთ დავამატოთ ზემოდან ჯერ გრუტიანი სოუსი, შემდეგ -ხახვიანი.
(გრუტის მომზადება: გრუტი მზადდება გაწურული მაწონი და მარილი კარგად არის აზელილი და უნდა იდოს ცხელ ამინდში მზეზე რამდენიმე დღე. იყიდება გამზადებულიც)



.

პროექტი,, ჩვენი სამზარეულო''